ომსკის კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმი და ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრ მურახოვსკი, სადაც ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მკურნალობდა, ტყეში გაუჩინარდა.
რუსული მედიის ცნობით, მურახოვსკი ტყეში კვადროციკლით 7 მაისს წავიდა და მას შემდეგ კავშირზე აღარ გასულა. მურახოვსკის კვადროციკლი ჭაობში იპოვეს. მისი ადგილსამყოფელი კი უცნობია. ექიმის ძებნის ოპერაციაში ჩართულნი არიან გვარდიის წარმომადგენლები და ვერტმფრენები.
ოლქის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნამდე მურახოვსკი ომსკის კლინკას ხელმძღვანელობდა, სადაც გასული წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნი მიიყვანეს.
თებერვალსა და მარტში ომსკის კლინიკაში ორი ექიმი გარდაიცვალა, ერთ-ერთი მურახოვსკის მოადგილე იყო.
20 აგვისტოს, თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მგზავრობდა, ომსკში დაეშვა, ის კლინიკაში მოათავსეს. შემდეგ ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. მის ორგანიზმში აღმოაჩინეს მომწამლავი ნივთიერება. დადგინდა, რომ ნავალნი რუსული ნერვული აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამლეს. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.
ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვის შერემეტიოვოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, ბერლინიდან ჩაფრენის შემდეგ დააკავეს.
გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის შემდეგ კი მის ორგანიზმში აღმოაჩინეს მომწამლავი ნივთიერება. დადგინდა, რომ ნავალნი რუსული ნერვული აგენტის, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ის კომაში იყო.