ატენში ძლიერი წვიმის შედეგად კლდე ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
"ატენში უკვე იმყოფებიან ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და ელოდებიან სპეციალურ ტექნიკას. გზის გაწმენდა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ატენის თემში. წვიმამ მთიდან ქვა - ღორღი ჩამოიტანა და გზა რამდენიმე ადგილას ჩახერგა. ადიდებულია ხევის წყალი. შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ატენში წვიმამ გადაიღო", - იუწყება გორის მერია.