აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ქალაქი შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა.
შუშა აზერბაიჯანის კონტროლს გასული წლის შემოდგომაზე, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შედეგად, დაექვემდებარა.
"ქალაქი შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადა", - ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კულტურულ დედაქალაქად გამოცხადების მიზანია, აღდგეს ისტორიული ქალაქი შუშა და დაუბრუნდეს მას ძველი დიდება.