ბოლო 3 დღის განმავლობაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები მეორედ დაისეტყვა.
ცოტა ხნის წინ სტიქიამ გიორგეთის თემის სოფლებში ბაღდათსა და კაკლიანში სასოფლო სამეურნეო სავარგულები დააზიანა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
ძლიერი სეტყვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 29 აპრილსაც მოვიდა.
სეტყვამ ასევე დააზარალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებიც.