ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 10-მდე საფლავი გაძარცვეს. ინფორმაციას Guria.tv-ი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შემთხვევ გუშინ ღამით, ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა.
უცნობმა პირებმა საფლავებზე ე.წ. დურალუმინის ღობეები და კარები მოხსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258 - ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს.