ბაღდადის შიიტურ რაიონში ტერორისტული აქტების შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა და 280-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
ტერორისტებმა აფეთქებები 10-ზე მეტ ობიექტზე განახორციელეს. მათი ძირითადი სამიზნეები კაფეები, რესტორნები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები იყო. ტერორისტებმა ააფეთქეს დანაღმული ობიექტები, მანქანები, ბომბები და სხვა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბაღდადის კათოლიკურ ტაძარში, თავდამსხმელებმა რამდენიმე ათეული ადამიანი მძევლად აიყვანეს. მძევლების გათავსიუფლების სპეცოპერაციის შედეგად, ტაძარში მყოფი 52 ადამიანი დაიღუპა.