ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის შედეგად, მულახში, უშგულთან მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად 8 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. დილიდან სტიქიის ზონაში სპეცტექნიკა მუშაობს, რომ დასახლებულ ტერიტორიაზე ღვარცოფი არ შევარდეს.
"პრევენციული ღონისძიებები ტარდება მაგრამ გეოლოგები ჩამოვლენ ხვალ და დავგეგმავთ რა ღონისძიებები გატარდება. მოსახლეობის ევაკუაცია ჯერ არ იგეგმება, თუმცა ზოგიერთმა თავისი ინიციატივით დატოვა სტიქიის ზონა“, - ამბობს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი.