საქართველოში მთავრობის წევრებისა და პარლამენტარების ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
"იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები", - ვკითხულობთ საბჭოს გადაწყვეტილებაში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პარლამენტარები და მთავრობის წევრები აიცრებიან იმ პრეპარატებით, რაც იმ დროისთვის იქნება ხელმისაწვდომი.