დღეს, 3 ნოემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში ჩასახლებულ დევნილებს საკვებ პროდუქტს გადასცემენ. სკოლის მოსწავლეებმა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სხვადასხვა სახის პროდუქტი შეაგროვეს.
აქცია ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით უკვე მესამე წელია ტარდება.
ქარელის მუნიციპალიტეტში სულ დევნილთა 300 ოჯახია ჩასახლებული, მათ შორის ქალაქ ქარელში 112 ოჯახი ცხოვრობს.