გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფისში საეჭვო ამანათი აღმოაჩინეს, რომელიც გაგზავნილია კანცლერის სახელზე , _ იტყობინება dw-world.de.
გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, შესაძლოა ამანათში ასაფეთქებლი მოწყობილობა იყოს. ფედრლაური პოლიცია გამოძიებას ატარებს.
ამანათის გამგზავნად მითითებულია საბერძნეთის ეკონომიკის სამინიტროდ. გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგელილს შტეფან ზეიბერტის განმარტებით, ექსპერტები მიღებული გზავნილის შესწავლას აწარმოებენ. რომელშიც, შესაძლოა, ასაფეთებელი მოწყობილობა იყოს.
ფედერალური პოლიცია ამოწმებს ყველა გზავნილს, რომელიც მერკელის უწყებაშია გაგზავნილი. უნდა აღინიშონოს, რომ ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით ბელგიაში იმყოფება.