საბერძნეთის დედაქალაქში დღეს რამდენიმე აფეთქება მოხდა. თავდაპირველად ასაფეთქებელი მოწყობილობა ათენში მდებარე შვეიცარიის საელჩოს ტერიტორიაზე ამოქმედდა. აფეთქების სიმძლავრე ძლიერი არ იყო.
შემდეგ ბერძენმა სამართალდამცავებმა სპეციალური მოწყობილობით თავად ააფეთქეს ათენში ბულგარეთის საელჩოსთან ნაპოვნი ასაფეთქებელი მოწყობილობა. მალევე სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა რუსეთის საელჩოში იპოვეს და მიზანმიმართულად ააფეთქებს. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამას გარდა, საბერძნეთის პოლიციამ ასევე იპოვა ამანათი, რომელშიც ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო და რომელსაც ათენში გერმანიის საელჩოს მისამართი ჰქონდა მითითებული.
საეჭვო ამანათები ასევე იპოვეს ათენის ჩილეს საელჩოში.
ორი ასეთი ამანათი ასევე გაიგზავნა საბერძნეთის პარლამენტში. პოლიციამ ეს ამანათი პარლამენტის შენობასთან მიზანმიმართულად ააფეთქა. ერთი აფეთქდა, მეორეში არაფერი აღმოჩნდა.
პანამის საელჩოში გამოცხადებული განგაში ყალბი აღმოჩნდა. ამათში მხოლოდ დოკუმენტები იყო.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, აფეთქებების რაიონში პოლიციამ ორი ახალგაზრდა დააკავა, რომელთაც გასაგზავნად გამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩნდათ. ისინი ბელგიისა და მექსიკის საელჩოებშიც აპირებდნენ ამანათის გაგზავნას.
ბერძნულმა პოლიციამ ასევე გააუვნებელყო ნიდერლანდენბის საელჩოსათვის განკუთვნილი ამანათი, რომელშიც ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.