„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე, ხელს ინდივიდუალურად მოაწერს. ეს განცხადება სამადაშვილმა ორბელიანების სასახლესთან გააკეთა, სადაც დღეს დოკუმენტს ხელი მოეწერება.
"პოლიტსაბჭო, რა თქმა უნდა, საქმის კურსშია. მე გადავწყვიტე, რომ დღეს როგორც ინდივიდუალურმა წევრმა პარლამენტის, ხელი მოვაწერო ამ დოკუმენტს", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
დღეს გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა აცხადებდნენ, რომ დოკუმენტზე პარტიის სახელით ნიკა მელიამ უნდა მოაწეროს ხელი.
შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ორბელიანების სასახლეში ხელმოწერა დღეს გაიმართება.