გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" ინფორმაციით, ღვარცოფები დიდ საშიშროებას უქმნის საგარეჯოს, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონებს.
კახეთის საინფორმაციო ცენტის ინფორმაციით, სპეციალისტების მონაცემებით, ღვარცოფის შემთხვევაში აღნიშნულ რაიონებში დაზიანდება საავტომობილო გზები, სასოფლო - სამეურნეო დასახლებები, მწყობრიდან გამოვა საირიგაციო სისტემები.
„მწვანე ალტერნატივას" მონაცემებით, სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ყვარლის რაიონი. სპეციალისტების თქმით, საშიშროებას მდინარე დურუჯი ქმნის. „ბოლო 100 წლის განმავლობაში დურუჯის ხეობაში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და კოლოსალური ზარალი მიაყენა ყვარლის მოსახლეობასა და ეკონომიკას. ღვარცოფის გააქტიურება იზრდება და სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სერიოზული ღონისძიებების გატარება", - განაცხადეს გარემოსდაცვით ორგანიზაციაში.