ვარშავის ცენტში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა.
ამის შესახებ "იტარ-ტასი" ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება.
არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად კიდევ ერთი ადამიანია დაშავებული.
წინასწარი ვერსიით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე ოჯახური კონფლიქტის გამო გამოიძახეს. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც სამართალდამცავები სახლში შედიოდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ყუმბარა ან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
ამჟამად, უსაფრთხოების მიზნით საცხოვებელი სახლიდან ათობით ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ასევე ქალაქის ცენტრში დროებით შეჩერებულია ტრანსპორტით გადაგილება და ფეხით მოსიარულებისთვის გზა გადაკეტილია.