საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2020“ გამარჯვებულების დაჯილდეობის ღონისძიება გაიმართა.
მიმდინარე წელს, კონკურისის „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება მეხუთედ აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსის პერიოდში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ორგანიზატორებისთვის ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარმოედგინათ.
2020 წლის "სუფთა რეგიონის" კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:
„სუფთა რეგიონი 2020“ - კახეთის რეგიონი
„სუფთა ქალაქი 2020“ - ქ. ქუთაისი
„სუფთა მუნიციპალიტეტი 2020“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
„სუფთა სოფელი 2020“ - სოფელი ზედა ეწერი (სამეგრელო-ზემო სვანეთი)
„ლამაზი აივანი 2020“ - რუსუდან ხარგელია (ქ. ზუგდიდი)
„სუფთა/ლამაზი ქუჩა 2020“ - ს. ზაქარიაძის ქუჩა (ქ. თბილისი) და გამსახურდიას გამზირი (ქ. ზუგდიდი)
„საწარმოს ლამაზი ეზო 2020“ - შპს „ღვინაშვილების მარანი“ (ქ. საგარეჯო)
„ლამაზი ეზო 2020" - ლუიზა ფანცულაია (ხონის მუნიციპალიტეტი)
კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით სიგელები გადაეცა:
• ლაგოდეხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის;
• სოფლების ხურჩა და ველისციხის წარმომადგენლებს ნომინაციაში სუფთა/ლამაზი ეზო; სიგელი ასევე გადაეცა ეთერ პატარაიას (ქ.თბილისი, წყნეთი);
• ნომინაციაში სუფთა/ლამაზი ქუჩა, სიგელი მიენიჭა გოგებაშვილის ქუჩას (ქ. გორი).
კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სტრუქტურული ერთეული სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.