საქართველოს ძალოსანთა ნაკრების 24 წლის წევრი ანტონ პლესნოი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ქართველმა სპორტსმენმა ტრიუმფალურად იასპარეზა ტურნირზე, რომელსაც ამ დღეებში რუსეთის დედაქალაქ მოსკოვი მასპინძლობს.
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპირველობაზე პლესნოიმ ორჭიდის ჯამში 393 კგ (ატაცი - 180, აკვრა - 213) დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
დღეს, 9 აპრილს მოსკოვში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა!
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ევროპირველობაზე კიდევ ორი მედალი დაისაკუთრა - ატაცში 180 კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, ხოლო აკვრაში 213 ასწია და მცირე ოქროს მედლებსაც დაეუფლა.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს, ორჭიდის ჯამში 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი აქვს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ქართული სპორტის გულშემატკივარი 10 აპრილს ირაკლი ჩხეიძისა (102 კგ) და ანასტასია გოტფრიდის (87 კგ), ხოლო 11 აპრილს ლაშა ტალახაძისა და ირაკლი თურმანიძის (ორივე +109 კგ) გამოსვლას იხილავს.