ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა 9 აპრილთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის გზავნილს აქვეყნებს.
"1989 წელს ამ დღეს, საქართველომ დაკარგა 21 მამაცი ადამიანი. საბჭოთა ჯარისკაცებმა სასტიკად მოკლეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები თბილისში. ამ უკანონო ძალადობის აქტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის კოლაფსში. ლიეტუვა იხსენებს მშვიდობისთვის გაღებულ მსხვერპლს და მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით ეროვნულ ერთიანობის დღეს", - წერს პრეზიდენტი.