აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანსა და ტყვირში 51 კოვიდდადებითი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც სოფელში პოლიციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ჯანდაცვის უწყებების მკაცრი კონტროლი ხორციელდება.
ადგილზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო და ეპიდემიოლოგებისგან არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა.
სოფლებში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. გამოკვლეულია კოვიდდადებითი მოქალაქეების კონტაქტები, მათი ნაწილი დღეს გაიტესტა და პროცესი გრძელდება.