"ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი ინტერესი არის, რომ გააქროს ის პატარა პარტიები, რომელიც მის ირგვლივ არის და მთლიანი ოპოზიციური ელექტორატის მობილიზება შეძლოს,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი "დღის კურიერში".
მისი თქმით, ეს "ნაციონალურ მოძრაობას" არ გამოსდის, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა ნორმალური, საქმიანი დღის წესრიგი შესთავაზონ ამომრჩეველს.
„ამას ადასტურებს აბსოლუტურად ყველა გამოკვლევა და ის შედეგები, რაც დაიდო უკანასკნელ არჩევნებზე. "ნაციონალურ მოძრაობას" ერთადერთი რამ დარჩენია, "ქართულ ოცნებას" წაუყენონ პრეტენზიები და ეს პრეტენზიები რეალურად მხარდაჭერილი არ არის რეალური ფაქტებით და უკვე ამას ყველა ნათლად ხედავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები პირდაპირ მიუთითებენ ოპოზიციას, რომ მათი ადგილი არის პარლამენტში და საერთოდ ახალ არჩევნებზე საუბარიც კი ზედმეტია“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.