ამერიკის შეერთებული შტატები იაპონიას, კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით, მხარდაჭერას უცხადებს და მხარეებს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ჟურნალიტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიცილაურმა წარმომადგენელმა ფილიპ კოულიმ განუცხადა.
"ჩვენ პოზიცია ამ საკითხზე ცნობილია და მხარს ვუჭერთ იაპონიას "ჩრდილოეთ ტერიტორიებთან" მიმართებაში. აღნიშნულ საკითხზე სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისკენ ჩვენ იპონიასა და რუსეთს წლებია მოვუწოდებთ", - აღნიშნა კროულიმ.
შეგახსნებთ, რომ იაპონია რუსეთიდან საკუთარი ელჩის დროებით გაწვევას აპირებს. ეს გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ კურილიის კუნძულების მონახულების საპასუხოდ მიიღო.
როგორც ცნობილია, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ კურილიის კუნძულები მოინახულა. ის რუსეთის პირველი პირია, რომელმაც მონახულა კურილიის კუნძულები, რომლებზეც უკვე 65 წელიწადია პრეტენზიას იაპონია აცხადებს.
მედვედევი კუნძულ კუნაშირზე თითქმის ოთხი საათი გაჩერდა. კურილის კუნძულებზე ყოფნის დროს მედვედევს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იაპონიასთან ურთიერთობებზე.
გუშინვე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიდზი მაეხარამ საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ტოკიოში მიხეილ ბელი დაიბარა და მედვედევს, კურილიის კუნძულების მონახულების გამო, საპროტესტო ნოტა გადასცა.
საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედვედევის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა - "ეს ჩვენი მიწაა, რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის მიწა, რუსეთის ტერიტორია და რუსეთის რეგიონი მოინახულა".
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კურილიის კუნძულების მონახულებას გეგმავდა.
მედვედევის ამ განცხადებამ იაპონიის უკმაყოფილება გამოიწვია.
იაპონიის პრემიერმა ამის გამო საგანგებო განცხადებაც კი გააკეთა და რუსეთის პრეზიდენტს ამ ვიზიტის განხორციელებისაგან თავის შეკავება ურჩია.
იაპონიის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუკი მედვედევი კურილიის კუნძულებს ეწვევა ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დაძაბავს.
ტოკიო კურილიის კუნძულების ოთხ კუნძულზე აცხადებს პრეტენზიას.