"გადავწყვიტე დროებით გამოვიწვიო ელჩი რუსეთში მასახარუ კონო", _ განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ეს გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ კურილიის კუნძულების მონახულების საპასუხოდ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ კურილის კუნძულები მოინახულა. მედვედევი გახდა რუსეთის პირველი ხელმძღვანელი, რომელმაც კურილის კუნძულები მონახულა, რომლებზეც უკვე 65 წელიწადია პრეტენზიას იაპონია აცხადებს.
მედვედევი კუნძულ კუნაშირზე თითქმის ოთხი საათი გაჩერდა. კურილის კუნძულებზე ყოფნის დროს მედვედევს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იაპონიასთან ურთიერთობებზე.
გუშინვე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიდზი მაეხარამ საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ტოკიოში მიხეილ ბელი დაიბარა და მედვედევის კურილიის კუნძულების მონახულების გამო საპროტესტო ნოტა გადასცა.
საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედვედევის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა - "ეს ჩვენი მიწაა, რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის მიწა, რუსეთის ტერიტორია და რუსეთის რეგიონი მოინახულა".
აღსანიშნავია, რომ , რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კურილიის კუნძულების მონახულებას გეგმავდა. მედვედევის ამ განცხადებამ იაპონიის უკმაყოფილება გამოიწვია.
იაპონიის პრემიერმა ამის გამო საგანგებო განცხადებაც კი გააკეთა და რუსეთის პრეზიდენტს ამ ვიზიტის განხორციელებისაგან თავის შეკავება ურჩია. იაპონიის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუკი მედვედევი კურილიის კუნძულებს ეწვევა ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დაძაბავს. ტოკიო კურილიის კუნძულების ოთხ კუნძულზე აცხადებს პრეტენზიას.