დღეს, 2 ნოემბერს, აშშ-ში კონგრესისა და სენატის არჩევნები გაიმართება.
აშშ-ის კონგრესის და სენატის არჩევნებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკვირდება. გიგი წერეთელი აშშ-ში 29 ოქტომბერს გაემგზავრა.
არჩევნებისთვის ეუთომ სპეციალური ჯგუფი შექმნა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე დეპუტატი წარადგინა. მათ შორის არის საქართველოც, რომელსაც გიგი წერეთელი წარმოადგენს.
"მე ვიქნები დამკვირვებელი ფილადელფიაში, სადაც, დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესოდ წარიმართება ეს პროცესი და ამ არჩევნების შედეგს შემდგომშიც ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის", _ აცხადებს წერეთელი.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ თანაბარი შანსების მიუხედავად საზოგადებრივი განწყობა პრეზიდენტ ობამას თანაგულდელების -დემოკარატების სასარგებლოდ არ მეტყველებს.
დემოკარტების შესაძლო დამარცხებაზე რამდენიმე ხნის წინ მინიშნებები ტავად პრეზიდენტმაც გააკეთა.
"თუ ამ არჩევნებს განვიხილავთ როგორც რეფერენდუმს, რომელზეც მოქალაქეები გააკეთებენ მიმდინარე ეკონომიკური ვითარების შეფასებას, მაშინ ჩვენი საქმეები არც თუ ისე კარგადაა", - განაცხადა პრეზიდენტმა ერთ -ერთ ინტერვიუში და დასძინა, რომ მას "კარგად ესმის, რომ ამჟამინდელი სიტუაცია გაუმჯობესებას საჭიროებს".
წინასაარჩევნო პერიოდში ობამას ამოცანა, ისევე როგორც დემოკრატიული პარტიის ნებისმიერი კანდიდატის მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანებისთვის ეჩვენებინათ _ არსებული სიტუაციის ალტერნატივა არ არსებობს.
სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკურ პარტიას უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე მის კონკურენტებს.
სხვადასხვა გამოკითხვების სინთეზური შეჯამებით გამოკითხვით, რესპუბლიკელებს სავარაუდოდოდ ამომრჩევლების 53 პროცენტი დაუჭერდს მხარს.
ანალიტიკოსების განცხადებით, წინასაარჩევნი პერიოDში ობამამ ვერ შესძლო დემოკრატების რეიტინგის გაუმჯობესება.
თავად პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ ამჟამინდელი ეკონომიკური ვითარება ახდენს გავლენას. მათ შორის უმუშევრობის მაღალი დონე, მოსახლეობის შემოსავლების ზრდის დაბალი ტემპი და ჯანდაცვისა და განათლების სფეროში გამოცხადებული რეფორმების ჯერ კიდევ დაბალი ეფექტურობა.
2 ნოემბერს ამერიკელებს მოუწევთ წარმომადგენელთა პალატის წევრების გადარჩევა, ასევე 37 სენატორის და 50-დან 37 შტატის გუბერნატორის არჩევა.