2, 3 და 4 ნოემბერს რესპუბლიკური პარტიის ლიდერები დავით უსუფაშვილი, დავით ბერძენიშვილი და ირინა იმერლიშვილი იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებს ეწვევიან.
შეხვედრები გაიმართება ქალაქების _ ქუთაისის, ზუგდიდის, ხარაგაულის, თერჯოლის, სამტრედიის, წყალტუბოს, ბაღდათის, ჭიათურისა და საჩხერის _ საკრებულოებში.
შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები.