"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას ვადამდელი არჩევნების შესახებ.
მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დასავლეთი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.
“მინდა აღვნიშნო, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე. ეს ფაქტი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე მრავალგზის აღიარებული ჭეშმარიტების კიდევ ერთი დადასტურება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, - განაცხადა კობახიძემ.