ხვალ, 2 ნოემბერს, აშშ-ში კონგრესისა და სენატის არჩევნები გაიმართება.
აშშ-ის კონგრესის და სენატის არჩევნებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკვირდება. გიგი წერეთელი აშშ-ში 29 ოქტომბერს გაემგზავრა.
არჩევნებისთვის ეუთომ სპეციალური ჯგუფი შექმნა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე დეპუტატი წარადგინა. მათ შორის არის საქართველოც, რომელსაც გიგი წერეთელი წარმოადგენს.
"მე ვიქნები დამკვირვებელი ფილადელფიაში, სადაც, დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესოდ წარიმართება ეს პროცესი და ამ არჩევნების შედეგს შემდგომშიც ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის", _ აცხადებს წერეთელი.