28 მარტს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის წარმოებაზე საჯარო ლექცია გაიმართება, სადაც მინისტრის მოადგილე ზურა ძნელაშვილი დაინტერესებულ სუბიქეტებს აუხნის, თუ როგორ უნდა მოხდეს დავის დაწყება და რა შედეგები შეიძლება მოყვეს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
ფინანსთა სამინისტროს აკადემია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს.
28 მარტს გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: საგადასახადო დავის წარმოება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში.
საჯარო ლექციაზე განიხილება შემდეგი საკითხები:
როგორ დავიწყოთ დავა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში,
რა შედეგები მოყვება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას,
ვინ და როგორ იხილავს საჩივარს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, რა ტიპის გადაწყვეტილებებს შეიძლება ველოდოთ,
დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხები.
სამიზნე აუდიტორია: პრაქტიკოსი იურისტები, ბუღალტრები და საგადასახადო კონსულტანტები:
საჯარო ლექცია გაიმართება 28 მარტს 17:00 საათზე და მისი ზანგრძლივობა განსაზღვრულია 3 საათით.
ლექციაზე დასწტების მსურველებმა კი უნდა იჩქარონ, რადგანაც რეგისტრაცია გასტანს 26 მარტის ჩათვლით.
დარეგისტრირება ხდება ბმულზე: http://regform.mofacademy.ge/Lections
შეხვედრა გაიმართება Online