გუდამაყრის ხეობაში კლდე ჩამოიშალა და 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა.
ცოტა ხნით წინ დუშეთის რაიონში გუდამაყრის ხეობაში კლდე ჩამოიშალა, რამაც საავტომობილო გზა ჩახერგა. ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა "რადიო თავისუფლებას" საუბრისას თქვა, რომ იმ დროს, როცა ჩახერგილი გზის გასაწმენდად ადგილზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია მივიდა, კლდე კიდევ ერთხელ ჩამოიშალა.
"მივმართეთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რათა ხვალ მოვიდნენ და შეისწავლონ არსებული მდგომარეობა. თუ მოგვცემენ უფლებას, რომ გავწმინდოთ, კომპანია იმუშავებს", - თქვა მერმა.