ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით და შევთანხმდებით, - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, კონსულტაციები გაგრძელდება.
"ორმხრივი შეხვედრა დაინიშნა და გაიმართა ეს შეხვედრა. გაგრძელდება ალბათ კონსულტაციები. ალბათ ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც იქნება ასეთი კონსულტაციები და დღეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი საერთო შეხვედრა, ერთობლივი შეხვედრა შედგება, ვნახოთ. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით და შევთანხმდებით. თუ იქნება სათანადო მიდგომა ყველა მხრიდან, ამ შემთხვევაში, დიალოგი იქნება წარმატებული.
კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით იყო საუარი, რაც უკავშირდება სავარაუდო შეთანხმებას და კონკრეტული დეტალები განვიხილეთ”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.