ამერიკულმა გამოცემა " The Forbes " - მა ამერიკელი პოლიტიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებმაც 2006 წლის შემდეგ საარჩევნო კამპანიისთვის " The Forbes " - ის რეიტინგში მყოფი მილიარდელებისგან ყველაზე დიდი თანხმა მიიღეს.
რეიტინგს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ლიდერობს. მან 2 565 225 ამერიკული დოლარი მიიღო 2008 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისთვის. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის არჩევნებში მაკკეინმა ობამასთან წააგო. ობამა ამ რეიტინგში პოლიტიკოსებს შორის მეორე ადგილზე იმყოფება, რომელმაც სხვადასხვა მილიარდელებისგან 1 079 700 ამერიკული დოლარი მიიღო 2008 წლის საარჩევნო კამპანიისთვის.
მესამე ადგილზე ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 317 200 დოლარით იმყოფება.
"The Forbes" - რეიტინგის მიხედვით, რესპუბლიკელებმა მილიარდელებისგან დემოკრატებზე 15% - ით მეტი თანხა მიიღეს.
სულ მილიარდელებმა პოლიტიკური ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსებისთვის 2006 წლის შემდეგ 30 მილიონი ამრიკული დოლარი გამოყვეს.