დღითიდღე უმძიმდება ოპოზიციას მდგომარეობა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ თქვა.
"გუშინ ოპოზიცია ბორელსა და ზოგადად ევროკავშირს ლანძღავდა და დღეს ისაუბრეს წითელ ხაზებზე. ეს ძალიან მძიმე მოვლენაა და იმაზე მეტყველებს, თუ როგორია მათი დამოკიდებულება ზოგადად დასავლური ინსტიტუტების მიმართ.
დღითიდღე უმძიმდება ოპოზიციას მდგომარეობა. გუშინ ეს საჯაროდაც ვიხილეთ ყველამ ერტად. ბორელის განცხადება ძალიან მძიმე იყო ოპოზიციისთვის. რაც ხდება კულისებში, ამაზე ვერ ვისაუბრებ, - ამბობს კობახიძე.