"ერთადერთი პირობა და ვალდებულება ოპოზიციის მხრიდან, რაზეც ამ სავარაუდო შეთანხმებაში არის საუბარი, წარმოიდგინეთ და პარლამენტში შემოსვლაა, - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიესლონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ერთადერთი, რაც მათ მხარეს დევს, არის სწორედ ეს საკითხი. დანარჩენი "ქართული ოცნების" მიერ შესასრულებელი ვალდებულებებია. თუკი ისინი სათანადო მიდგომას გამოავლენენ, შეთანხმება ამ შემთხვევაში მიღწევადია. ოღონდ ოპოზიციამ, რომელიც აქამდე არ გამოირჩეოდა რაციონალური მიდგომით, ეს უნდა გამოიჩინოს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციასა და მმართველი გუნდის ლიდერებს შორის შეხვედრა კრისტიან დანიელსონის მედიაციით დღეს შედგა. დიალოგი დღეს ევროკავშირის ოფისში 4 საათს გაგრძელდა.