ვფიქრობ, შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ლიდერებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, პროცესი წინ მიდის.
"გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, საქმიანი, კარგი შეხვედრა. პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძელდება, განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელ კოლეგებს და ბატონ დანიელსონს პროფესიონალური მიდგომისთვის, როგორიც მას აქვს მედიაციის და დიალოგის ფარგლებში. ვფიქრობ, შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტუქციული მიდგომებით ჩვენ შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.