მაჟორიტარი დეპუტატი, სამეგრელოს გუბერნატორი, ჩხოროწყუს მერი და საკრებულოს თავმჯდომარე საბავშვო ბაღებში მოწყობილ ატრაქციებს გაეცნენ. იუწყება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია.
"სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერითა და უშუალოდ ელჩის პაველ ვიზდალის ჩართულობით, მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია - ,"ადგილობრივი განვითარების და ინოვაციების ცენტრთან" თანამშრომლობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს, მუხურის და ახუთის საბავშო ბაღებში გარე სათამაშო ატრაქციები მოეწყო.
საბავშო ბაღებში დასრულებულ სამუშოებს მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, ადგილობრივი ხელისუფლების და ორგანიზაცია "ადგილობრივი განვითარების და ინოვაციების ცენტრის" წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.