გროზნოში ბოევიკის განადგურების სპეცოპერაციის დროს ათი მილიციელი დაიჭრა. მებრძოლმა რომლის ხელში ჩაგდებასაც რუსი სამართალდამცავები შეეცადნენ, თავი აიფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"შს სამინისტროს თანამშრომლებმა სახლი სადაც ბოევიკი იმალებოდა ალყაში მოაქციეს. ბოევიკმა ცეცხლი გახსნა, საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ ბოევიკის ლიკვიდაცია მოხდა, თუმცა მანამდე მან მოასწრო და თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად კონტუზია რვა სამართალდამცავმა მიიღო, ორი კი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, მებრძოლის ვინაობა დადგენილია. ეს 24 წლის აჩხოდ-მარტანის რაიონის მაცხოვრებელი რაშიდ ჩანტაროვია.