სტამბოლში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32 - მდე გაიზარდა.
დაშავებულებიდან 15 პოლიციელია.
აფეთქება სტამბოლში ტაქსიმის ქუჩაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა მოახდინა.
მის სამიზნეს პოლიიციის ავტობუსის აფეთქება წარმოადგენდა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა მთელ სტამბულს მოედო.
თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაეპ ერდოღანის თქმით, ვინც თურქეთის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და განვითარებას წინ აღუდგება, ვერავინ მიაღწევს მიზანს.
არსებობს ვარაუდი, რომ აფეთქება ალ-ქაედას ტერორისტებმა დაგეგმეს და განახორციელეს.
როგორც BBჩ იუწყება, ეს ფაქტი შესაძლოა ალ-ქაედას აქტივისტების ხშირმა დაკავებამ განაპირობა.
მასალის გამოყენების პირობები