ბრაზილიას ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი ეყოლება. მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, 63 წლის დილმა როუსეფმა არჩევნების მორე ტურში ხმათა 56.05% დააგროვა.
მისმა კონკურენტმა, სან-პაულუს შტატის ყოფილმა გუბერნატორმა კი, ამომრჩეველთა ხმების 43.97 % მოიპოვა.
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ახალ ამპლუაში ბრაზილიელ ხალხს სიტყვით მიმართა.
სატელევიზიო გამოსვლაში როუსეფმა სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლის პირობა დადო.
გამოსვლაში მან ყუარადღება პრესის თავისუფლებზე გაამახვილა.
დილმა როუსეფი პროფესიით ეკონომისტია. ორი ქორწინებიდან მას მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავს და ერთი შვილიშვილი ჰყავს.