მენინგოკოკცემიის დიგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 9 თვის გოგონა მოათავსეს.
ბავშვი ჭიათურის საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადამ ჩამოიყვანა.
კლინიკაში მიყვანისას ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იყო. მას სხეულზე სხვადასხვა ფორმის სისხლჩაქცევები და გამონაყარი აღენიშნებოდა.
ექიმების თქმით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, შემდგომი გართულებების თავის ასარიდებლად, პაციენტი კლინიკაში დარჩება.