ძლიერი წვიმების შედეგად ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა.
შემთხვევის ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ტექნიკა. სპეციალისტები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, გზის ამ მონაკვეთზე ძლიერი წვიმების შემდეგ მცოცავი ნიადაგის გამო მეწყერი ხშირად ხდება.
მიუხედავად ჩამოწოლილი მეწყერისა, ავტომობილების გადაადგილება არ შეფერხებულა.
უამინდობისა და ძლიერი წვიმების გამო, აჭარაში მდინარეებიც ადიდდა, ხოლო მაღალმთიან აჭარაში თოვლიც მოვიდა.