"ნაციონალურმა მოძრაობამ" ენგურის ხიდთან აქცია გამართა. მათ გალში დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობა გააპროტესტეს
ენგურის ხიდთან "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია გამართა. პარტიის წევრები რუხში შეიკრიბნენ და პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი საოკუპაციო საზღვრის გამო, გალში დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ. მათი განცხადებით, ხიდზე გადმოსვლას ახლა მხოლოდ პენსიონრები ახერხებენ.
„წელიწადზე მეტია, რაც აქ შლაგბაუმით დაკეტილია. ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის იქით არიან, არ ეძლევათ საშუალება გადოვიდნენ და ისარგებლონ ის სერვისებით. ამაზე სახელმწიფო რულყოფილად უნდა ზრუნავდეს“, - თქვა ენმ-ის წევრმა, ბაჩო დილიძემ.