რუსეთის პრეზიდენტი თვითონ გადაწყვიტავს, როდის მოინახულოს მან კურილიის კუნძულები. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაციის სამიტზე გააკეთა.
"რუსეთის პრეზიდენტი თავად წყვიტავს, თუ რუსეთის რომელი რეგიონები უნდა მოინახულოს", _ განაცხადა ლავროვმა იაპონელი ჟურნალისტისათვის პასუხის გაცემისას.
იაპონელმა ჟურნალისტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა თუ როგორ იმოქმედებს რუსეთის პრეზიდენტის პრეზიდენტის ვიზიტი იაპონია-რუსეთის ურთიერთობებზე და ღელავს თუ არა პირადად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ მოსალოდნელი ვიზიტის გამო.
"ვერავითარ კავშირს გამგზავრებასა და ურთიერთობებს შორის ვერ ვხედავ. როგორც შეიძლება ვღელავდე იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად დადის რუსეთის იმ რეგიონებში რომელთა მონახულებაც მას სურს?", _ უპასუხა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კურილის კუნძულების მონახულებას გეგმავდა. მედვედევის ამ განცხადებამ იაპონიის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც კუნძულებს თავის საკუთრებად მიიჩნევს. იაპონიის პრემიერმა ამის გამო საგანგებო განცხადებაც კი გააკეთა და რუსეთის პრეზიდენტს ამ ვიზიტის განხორციელებისაგან თავის შეკავება ურჩია. იაპონიის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუკი მედვედევი კურილის კუნძულებს ეწვევა ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დაძაბავს. ტოკიო კურილის კუნძულების ოთხ კუნძულზე აცხადებს პრეტენზიას.
მასალის გამოყენების პირობები