თურქეთში, ქალაქ სტამბულში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
როგორც CNN იუწყება, ტაქსიმის მოედანზე განხორციელებულ აფეთქებისას, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 22 კაცია დაშავებული აქედან 10 პოლიციელია 12 გამვლელი.
როგორც თურქი სამართალდამცავები განმარტავენ, თავდასხმის მიზანი შესაძლოა, ტაქსიმის მოედანზე მყოფი პოლიციის შენების აფეთქება იყო.
აფეთქებას ქურთ მეამბოხეებს უკავშირებენ.
ამ ეტაპზე უცნობია, არიან თუ არა ქართველი მოქალაქეები დაშავებულები.