ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი მოსკოვს 2-3 ნოემბერს ეწვევა. რასმუსენის ვიზიტის მიზანი რუსეთ-ნატოს სამიტის მომზადება იქნება. ეს განცხადება ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნატოს გენმდივანი რუსეთს 5 ნოემბერს ეწვეოდა.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გენერალური მდივანი 2 ნოემბერს საღამოს ჩამოვა, მაგრამ ვიზიტს მთელი სამუშაო ნაწილი 3 ნოემბერს გაიმართება. ვიზიტის მთავარი მიზანი ლისაბონში რუსეთ-ნატოს სამიტის მომზადება იქნება", _ განცხადა როგოზინმა.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთ-ნატოს შორის პირველი სამიტი 20 ნოემბერს ლისაბონში გაიმართება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის ფარგლებში, რომელიც ლისაბონში 19-20 ნოემბერსაა დაგეგმილი.