ჰონდურასში, ქალაქ სან პედროს სულაში, საფეხბურთო მატჩზე მისულ გულშემატკივრებს თავდასხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს, რამაც 14 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
გასულ თვეში, 18 ადამიანი დაიღუპა იმავე ქალაქში, ფეხსაცმლის ფაბრიკაზე თავდასხმის შედეგად.
ჩრდილოეთ ჰონდურასის ქალაქ სან პედროს სულაში მომხდარი თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
ჰონდურასში მკვლელობები ყოველწლიურად ძალიან ბევრი ხდება. ამ ქვეყანაში მოქმედებს ერთ-ერთი უსასტიკესი კრიმინალური დაჯგუფება "მარასი".
ამ დაჯგუფების წევრები გაფანტულები არიან როგორც ცენტრალურ ამერიკაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
ჰონდურასის ძალოვანი სტრუქტურები არ გამორიცხავენ, რომ ეს თავდასხმებიც ამ ბანდებს უკავშირებოდეს.