შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მაისის ბოლოს ქვეყანაში ყველა სრულწლოვანი ამერიკელი იქნება აცრილი.
მანამდე, ყველა სრულწლოვანია ამერიკელის აცრა ივლისის ბოლოსთვის იყო მოსალოდნელი.
ჯო ბაიდენმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, სიფრთხილე შეინარჩუნონ, რადგან "ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა" და კორონავირუსის ახალი ვარიანტები ჯერ კიდევ წარმოადგენენ შეშფოთების საგანს.
"მე გამაფრთხილეს, რომ არ გამეცა პასუხი კითხვაზე, თუ როდის დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას, ვინაიდან დანამდვილებით რამის თქმა ახლა შეუძლებელია, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალ გაზაფხულზე ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდებით. მანამდე კი მოსახლეობამ უნდა განაგრძოს წესების დაცვა", - გაანცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის სიფრთხილისკენ მოწოდების კვალდაკვალ, ზოგიერთი შტატის ადმინისტრაცია შეზღდვების შემსუბუქებას გეგმავს, ეკონომიკის აღდგენის მოტივით.
მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება დაფიქსირდა, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კვლავ იმატა შემთხვევების რაოდენობამ.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში პანდემიის დაწყების დღიდან, ვირუსის 28.7 მილიონი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 516 000 პაციენტი.
ამ დროისთვის, ქვეყანაში გაკეთდა 76 მილიონი ვაქცინის დოზა, აცრილია მოსახლეობის 15.3%, რაც თანხვედრაში მოდის ბაიდენის გეგმასთან, პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში 100 მილიონი დოზის ადმინისტრირების შესახებ.