ავღანეთის პრეზიდენტმა ხამიდ ყარზაიმ აშშ-რუსეთის ერთობლივი ანტინარკოტიკული ოპერაცია გააკრიტიკა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, პრეზიდენტის წერილი, რომელიც ყარზაის აპარატმა მხარეებს გაუგზავნა, კრიტიკას და სათანადო განმარტებების გაკეთების მოთხოვნას შეიცვას.
წერილში აღნიშნულია, რომ პაკისტანის საზღვართან ჩატარებული ოპერაციის შესახებ ავღანეთის ხელისუფლებისთვის არაფერი იყო ცნობილი და ქაბულს მასზე ნებართავა არ გაუცია.
"არავის აქვს უფლება ასეთი სახისა და ტიპის ოპერაციაა სხვა სახელწიფოს ტერიტორიაზე მისი თანხმობის გარეშე ჩაატაროს", _ აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-რუსეთის მიერ ავღანეთის პროვინცია ნანგარხარშის აჩინის მაზრაში ჩატარებული ოპერაციისას ლიკვიდირებულ იქნა ნარკოტიკების წარმოების ოთხი მსხვილი ლაბორატორია.