დიდ ბრიტანეთსა და გაერთიანებულ არაბთა ემირატებში აშშ-ში გასაგზავნი ასაფეთქებელი ამანათების აღმოჩენის შემდეგ იემენის ხელისუფლებამ 26 საეჭვო ამანათი ამიოღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტების გამოვლენის მიზნით იემენში მსხვილმაშტაბიანი ოპერაცია მიმდინარეობს. ქვეყანაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
იემენის ხელისუფლებამ პირობა მისცა აშშ-ს, რომ ყველა ზომებს მიიღებს ტერორისტების ქმედებების აღსაკვეთად.
შეგახსენებთ, რომ კომპანია UPS სატვირთო თვითმფრინავებში, ლონდონთან ახლოს ამოღებულია "საშიში ამანათი", მეორე ასეთივე ამანათი ნაპოვნი იქნა დუბაიში, კომპანია FedEx -ის დამახარისხებელ პუნქტში.
დიდი ბრინატეთისა და დუბაის გარდა აშშ-ში შემოწმდა კომპანია UPS -ის კიდევ სამი სატვირთო თვითმფრინავი - ორი ნიუაკრას (ნიუ-ჯერსის შტატი) აეროპორტში და ერთიც ფილადელფიაში. აღნიშნულ თვითმფრინავებში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა კონტრტერორიტულ საკითხებში ჯონ ბრენანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ამანათებში არასერიულიად დამზადებული ბომბი იქნა ნაპოვნი, რომელთაც შეეძლოთ მნიშვნელოვანი ნგრევა გამოეწვიათ".
"მათი მეშვეობით შესაძლებელი იყო ტერორისტული შეტევის განხორციერლება. გამოძიება და ექსპერტიზა ამჟამადაც გრძელდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ "მასალები, რომლისგანაც აწყობილია მოწყობილობა შერჩეულია ისე, რომ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს", - განაცხადა ბრენანმა.
მან არ გამორიცხა, რომ, აღნიშნული აქცია, სავარაუდოდოდ, "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი დაჯგუფების მიერ იყო დაგეგმილი.
თავის მხრივ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ გახსნილია მნიშვნელოვანი ტერორისტული საფრთხე.
"ჩვენ ვაგრძელებთ დამატებითი ღონისძიებების გატარებას ჩვენი მოქალაქეების დაცვისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ბარაკ ობამამ.
მან ასევე განმარტა, რომ ამანათი ჩიოკაგოს სინაგოგებში იგზავნებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა კონტრტერორიტულ საკითხებში ჯონ ბრენანმა მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის ხელისუფლებას მიწოდებული ინფორმაციისა და გაწეული დახმარებისთვის, რომელმაც შესაძლებელი გადახადა "იემენიდან მომავალი" საფრთხისთვის სათანადოდ მომზადება.