ძლიერი წვიმის გამო, ზუგდიდისა და ხობის რაიონის სოფლებში წყალდიდობაა.
ზუგდიდის რაიონის სოფლებში ნარაზენში და დიდინეძში სტიქიამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. დაიტბორა რამდენიმე ათეული მოსახლის საკარმიდამო და სახნავ-სათესი ნაკვეთები.
ხობის რაიონში კი მდინარე ხობისწყალმა დამბა გაარღვია და სოფლებში ხორგაში ქარიატსა და გრუფულში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დატბორა.
განადგურდებულია სახნავ სათესი სავარგულები. მოსახლეობას დაეხოცა პირიტყვი და შინაური ფრინველი.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და ტექნიკა. ადგილობრივი ხელისუფლება დამბის აღსადგენად სამუშაოების ჩატარებაც ცდილობს.
ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისთვის სათანადო დახმარების აღმოსაჩებად და ზარლის დასათვლელად შექმნილია საგანგებო შტაბები.