სამართალდამცავებმა გატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად დააკავეს 1971 წ.დ. ლევან გოცირიძე, რომელმაც სანადირო თოფით მეზობელ დავით სანიკიძეს მიაყენა ჭრილობა ფეხის არეში.
შსს-ის ინფორმაციით, დაკავებისას ეჭვმიტანილმა გაწია წინააგმდეგობა და პოლიციის მიმართულებით მოახდინა რამდენიმე გასროლა.
გარშემომყოფთა უსაფრთხოებისა და მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით სპეცნაზის მიერ გამოყენებული იქნა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ცრემლსადენი გაზი, რის შემდეგაც აღნიშნული პიროვნება იქნა დაკავებული. ამ დროისათვის მოწმდება ლევან გოცირიძის ფსიქიური მდგომარეობა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით.