რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ შამანოვი ავტოავარიაში მოყვა.
რუსული მედიის ინფორმაციით შამანოვთან ერთად ავარიაში მოყვა ტულის ოლქის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ალექსეი ნაუმეცი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შამანოვი ჰოსპიტალიზებულია თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნაუმეცი კი მძიმე ტრამვებით რეანიმაციაშია მოთავსებული.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა დაიღუპა.