ლაგოდეხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით, ჩატარდა 25 თებერვლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახელწოდებით "არა ოკუპაციას".
ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. მონაწილეებმა დაგმეს 1921 წელს მომხდარი გასაბჭოება და უმცროს მეგობრებს საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს ამ თარიღსა და ზოგადად ოკუპაციაზე
"1921 წლის 25 თებერვალს თბილისი 11-ე წითელმა არმიამ დაიკავა, დამოუკიდებლობა დაკარგა და საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა. საქართველოსთვის ამ მტკივნეული თარიღიდან 100 წელი გავიდა.
ღონისძიების დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას, გაიხსენეს მარო მაყაშვილი და სხვა გმირები. ასევე შეძახილებით გაამხნევეს ერთმანეთი და ერთმანეთს ხვალინდელი დღის იმედი ჩაუსახეს", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.